ამგვარად იწყება 1921 წლის 11 მარტს, ექვთიმე თაყაიშვილის მეოთხედ საუკუნოვანი ოდისეა.რამდენადაც უხერხდება, ნელ-ნელა ამყარებს კონტაქტს ევროპის პროგრესიულ მეცნიერებთან, რომლებიც პატივისცემით იღებენ მას, როგორც ცნობილსა და დამსახურებულ მკვლევარს. იგი მოხსენებებით გამოდის, ეცნობა ეროვნულ ანტიკვარებთან მოხვედრილ ქართულ ძეგლებსა და ზრუნავს მათ შეძენაზე; დროგამოშვებით ბეჭდავს წერილებს საქართველოს ისტორია-არქეოლოგიიდან ისეთ ჟურნალებში, როგორიცაა “Byzantion”, “Jurnal Asiatique”, “Georgica” და სხვა. ბეჭდავს ფრანგულად, ინგლისურად და ქართულად.
1937-38 წლებში ახერხებს ორი წიგნის გამოცემას, ოღონდ მისდა სამწუხაროდ, სურათებს ვერ ურთავს ხელმოკლეობის გამო. ეს არის “1910 წლის ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში” და “1902 წელს ექსპედიცია კოლა-ოლთისში” დასამუშავებელი და გამოსაცემი უფრო მეტი აქვს, მაგრამ რაც გამოსცა,ისიც დიდი სიმარჯვეა. 1939 წელს ატეხილი მეორე მსოფლიო ომი კი ხელს აღებინებს ყოველგვარ მუშაობაზე, ფაშისტების მიერ საფრანგეთის ოკუპაცია არსებობასაც კი საძნელოს ხდის, არათუ რისამე ბეჭვდას.
მთავრობამ გადაწყვიტა არავისთვის არ დაენებებინა საქართველოს სამუზეუმო ნივთები, ყოველივე ის ძვირფასეულობა, რაც სამართლიანად
შეადგენს
ქართველი
ხალხის საკუთრებას.საქართველოს
მუზეუმში
დაცული
ძვირფასი
ძეგლები
საბჭოთა
ხელისუფლების
გამარჯვების
წინა
ხანებში
ბათუმში
იქნა
გადატანილი
იმ
იმედით,
რომ
მენშევიკური
მთავრობა
მოახერხებდა
ადგილზე
დარჩენას
და
შემდგომ
შესაძლებელი
იქნებოდა
ამ
განძეულობის
უკან
დაბრუნება.
ერთ თვეზე მეტ ხანს გასტანა
კომისიის
მუშაობამ.
განძეულობა
მოათავსეს 39 ყუთში
და
სათანადო
ხელწერილით
სადაც
მითითებული
იყო
თანხა,
რომელიც
საქართველოს
ემიგრაციული
მთავრობა
ბანკით
სარგებლობისთვის
გაიღებდა,ჩაბარებულ
იქნა
მარსელის
ბანკში.
ამგვარ
პირობებში
ინახებოდა
იგი
დიდხანს,ვიდრე
საფრანგეთში
ოფიცილაურად
არ
გაუქმდა
საქართველოს
მენშევიკური
მთავრობა.
საფრანგეთში, ემიგრაციის პირველ ხანებში ექვთიმეს პარიზში უხდებოდა ცხოვრება, შემდეგ კი ქალაქ ლევილში
დასახლდა,
ემიგრანტის
შესაფერის
მყუდრო
და
მივიწყებულ
ბინაში.სამშობლოდან
უნებურად
მოშორებამ
ძლიერ
შეუშალა
ხელი
მის
საქმიანობას,ერთბაშად
მოსწყდა
მშობელ
მხარეს,
უნივერსიტეტს,
იქ
არც
ივანე
ჯავახიშვილი
და
მისი
მოწაფეები
იყვნენ.
ყოველივე
ამან
დიდი
დაღი
დაასვა
არც
თუ
ისე
ახალგაზრდა მეცნიერის ცხოვრების
პირობებს
და
სულიერ
განწყობილებას.
საფრანგეთში
ჩასვლისთანავე,
1922 წლის
4 თებერვალს
ექვთიმეს აირჩიეს პარიზის
ნუმიზმატთა
საზოგადოების
წევრად, 1925 წლიდან
კი
პარიზის”სააზიო
საზოგადოების”
წევრად.
საფრანგეთში
ცხოვრების
წლებში თაყაიშვილი აქტიურად მონაწილეობს ცნობილ სამეცნიერო ორგანოების საქმიანობაში. მისი ნაწარმოებები
ქვეყნდება
ცნობილ ჟურნალ“ბიზანტიონში”,
დასავლეთის
თანამედროვე,
დიდი
მეცნიერების
გამოკვლევათა
გვერდით.
1935 წელს
იბეჭდება
დაწვრილებითი
აღწერილობა
ვანის
სახარებისა,
რომელიც ძალიან საინტერესოა
თავისი
მხატვრული
გაფორმებით,
მოჭედილი
ყდითა
და
ილუსტრაციებით.აქვე ქვეყნდება
სვანეთის
ისტორიის
ეპიგრაფიული
მასალა,
რომელიც
შემდეგში
ხელმეორედ
შევიდა
სვანეთისა
და
ლეჩხუმის
სიძვლეთა
გამოცემაში.
ექვთიმე ხშირად ბეჭდავდა შრომებს ლონდონის ცნობილ ქართველოლოგიურ სერიაში “გეორგიკა”,
რომელიც
მან
30-იან
წლებში
გამოუშვა.
ექ.თაყაიშილის ნაშრომები,რომლებიც მან საფრანგეთში გამოსცა,საკმაოდ მრავალრიცხოვანია,თუმცა ჩვენ რამდენიმე
მნიშვნელოვან
გამოცემას
დავასახელებთ: ესენია,
უპირველეს ყოვლისა: “მეფეთა და კათალიკოზთა სულთა მატიანე ნიკორწმიდის ხელნაწერში” (1933), “სომხეთ-საორბელოს ძეგლების წარწერები”, პარიზის ნაციონალური ბიბლიოთეკის ქართული ხელნაწერები და ოცი საიდუმლო დამწერლობის ნიშანი” (1933), “ქართული სიძველენი ევროპელ ანტიკვარებთან” (1929_ “ ინტელექტუალლური ცხოვრების ისტორიული
აღწერილობანი
და
მოგონებები”
და
სხვა.
ექვთიმე თაყაიშვილის მთელი ენერგია შეიწირა განზრახულმა დიდმა და ძნელმა საქმემ: ორი ათეული წლის განმავლობაში ხელმოკლეობა საშუალებას
არ
აძლევდა,რომ გამოეცა ის უძვირფასესი მასალა, რომელიც მის სამეცნიერო კვლევა-ძიების შედეგებს ასახავდა. ამ უმდიდრესი მასალის ღირსეულად გადმოცემა
თითქმის
აუხდენელ
ოცნებად
და
სანუკვარ
მიზანსწრაფვად
გადაექცა,
მაგრამ
მატერიალური
მხარდაჭერა
არსად
ჩანდა.
იქ
მყოფმა
ქართველებმა
ექვთიმესთვის
იუბილეს
გადახდა
გადაწყვიტეს
და
ამ
მიზნით
საქმიანობაც
დაიწყეს,
მაგრამ
ემიგრაციაშიც
კი,
სადაც
ღვაწლის
დაფასება
ყველაზე
სასიამოვნო
და
გული
ამაჩუყებელ
მომენტად
იქცევა
ხოლმე,
ექვთიმე
მორიდებული
დაჟინებით
ითხოვს,
თუკი
მცირეოდენი
თანხის
შოვნა
შეიძლება,
უმჯობესია
იმ
ძვირფასი
მასალის
გამოცემას
მოვახმაროთ,
რომელიც
უკვე
დიდი
ხანია
მზადაა
გამოსაცემადო.
1937 წელს
როგორც
იქნა,
დაისტამბა
და
გამოვიდა
აღწერილობათა
ტექსტი,
რომელიც
შეიცავდა
1910 წელს
ლეჩხუმსა
და
სვანეთში შეკრებილ უშესანიშნავეს მასალებს. ამ ნაშრომმა
დიდი
ყურადღება
მიიპყრო
სამეცნიერო
წრეებში.
ერთი წლის შემდეგ,
1938 წელს ასევე უზარმაზარი ენერგიის ფასად მან დიდი გაჭირვებით გამოსცა სამხრეთ საქართველოს მასალათა პუბლიკაციისთვის დასახული გეგმის პირველი, ძალიან მცირე ნაწილი. ამ წიგნში “არქეოლოგიური ექსპედიცია კოლა-ოლთისში და ჩანგლში 1907 წ”, დაწვრილებითაა შესწავლილი საქართველოს ისტორიულ მიწა-წყალზე ნანახი
უძვირფასესი
ძეგლები. აწ უკვე ზევით ნახსენებ ძვირფასეულობებს, რომელიც მარსელის
ბანკში
ინახებოდა,24
წელი მტკიცედ და დაუზარავად პატრონობდა ექვთიმე. ამ ნივთებზე ძალიან დიდი მოთხოვნა იყო, მაგრამ მან სასტიკი უარი განაცხადა რაიმეს გაყიდვაზე.
არასასიამოვნო სურპრიზიც უამრავი იყო ამ 24 წლის განმავლობაში. იმ ხანებში
საფრანგეთში
ცხოვრობდა
გრაფის,
ალექსანდრე
ობელენსკის
ქვრივი,
სალომე
თბოლენსკაია,
სამეგრელოს
უკანასკნელი
მთავრის -
ნიკოლოზ
დადიანის
ასული.
თავის
დროზე,
1920 წელს,
საქართველოს
მთავრობის
საგანგებო
დეკრეტით
ნიკოლოზ
დადიანის
მთელი
ქონება
ისტორიული
ნივთიერებითურთ
სახალხო
საკუთრებად
გამოცხადდა.
სალომე
ობელენსკაიამ
გადაჭრით
მოითხოვა,
რომ
ნივთები,
რომლებიც
ქართულ
სიძველეთა
კოლექციებში
თავის
დროს
სამეგრელოს
მთავრის
ოჯახიდან
იყო
შეძენილი,
მთლიანად
მისთვის
დაებრუნებინათ.
რა
თქმა
უნდა
ქვრივმა
კატეგორიული
უარი
მიიღო
თავის
მოთხოვნაზე
… მაშინ
მან
სასამართლოში
შეიტანა საჩივარი, რომელიც რთულ სასამართლო პროცესად გადაიზარდა. ამ პროცესმა 7 წელიწადს გასტანა და ბოლოს მომჩივანმა საქმე წააგო.
როდესაც საფრანგეთმა საერთოდ უარყო საქართველოს ემიგრაციული “მთავრობა” ,ამასთან
დაკავშირებით
სასამართლომ
მეორე
განაჩენიც
გამოიტანა.
ვინაიდან
აღარ
არსებობდა
ქართული მთავრობა,საქართველოს მთელი განძეულობა უპატრონოდ ცხადდებოდა და სათანადო დადგენილების ძალით შესანახად
საფრანგეთის
მთავრობის
საკუთრებაში
გადადიოდა. ქართული
სიძველენი
ჩაბარდა
მოსიე
ჟოდონს,რომელსაც
ებარა
რუსეთის
მიერ
საფრანგეთში
დატოვებული
ქონება.
სათანადო
იურიდიული
საბუთებით
ექვთიმე
დიდხანს
ცდილობდა
საფრანგეთის
ხელისუფლების
უსამართლო
განაჩენის
უარყოფას,
მაგრამ
დიდხანს
არაფერი
გამოსდიოდა.მხოლოდ
მეორე
მსოფლიო
ომში
საბჭოთა
კავშირის
გამარჯვებამ
განაპირობა
ამ
საკითხის
ნორმალურად
გადაჭრა.
მას შემდეგ, რაც ქართველთა საგანძურის დაბრუნების საკითხი გადაწყდა, ექვთიმე შეუდგა ამ ნივთების ჩალაგებასა და საქართველოში წასაღებად გამზადებას.საბჭოთა
კავშირის
მთავრობა
ენერგიულად
ჩაერია
ამ
საქმეში,
რათა
დროულად
დაბრუნებულიყო
საგანძური.
უკვე
25
ყუთი
იყო
შეფუთული
და
ჩაწყობილი,
როცა
ექვთიმე
თაყაიშვილი
მძიმედ
დაავადდა.
მოხუცებულს
კრუპოზული
ანთება
დაემართა,
რის
გამოც
აღარ
შეეძლო
საქმის
კეთება.
საბედნიეროდ,
საქმიანობა
შუა
გზაზე
არ
იქნა
მიტოვებული,
დანარჩენი
განძეულობა
ჩაალაგა
საქართველოდან
ჩასულმა
ქართველმა
მეცნიერმა
, აკადემიკოსმა
შალვა
ამირანაშვილმა,
რომელიც
საგანგებოდ
იყო საფრანგეთში
მივლინებული სამუზეუმო კოლექციების დაბრუნების საქმესთან დაკავშირებით.
მშობლიური მიწის დანახვაზე გული აუთრთოლდა ექვთიმეს და აკაკის სიტყვებით მიმართა: “დედაშვილობამ, ბევრს არ გთხოვ,
შენს
მიწას
მიმაბარეო,
ცა-ფირუზ,
ხმელეთ-ზურმუხტო,
ჩემო სამშობლო
მხარეო”.
სიბერეში
აუხდა
დიდი
ხნის
ოცნება და საქართველოს
ზეცის
ნახვას
ეღირსა,ოღონდ უკვე 82 წლისა.
ამ
დღიდან
ის
უზომოდ
ბედნიერი
იყო,
თავის
ქვეყანაში
პოვებდა
სამუდამო
თავშესაფარს,
თავის
ხალხთან
გაატარებდა
ცხოვრების
უკანასკნელ
წლებს...
No comments:
Post a Comment