“ექვთიმე თაყაიშვილი მთელი ცხოვრების მანძილზე უანგაროდ ემსახურებოდა ეროვნულ საქმეს . არც დაღლა იცოდა, არც დასვენება….. ამნაირ ადამიანებს ძველად ხატავდნენ ტაძრის კედლებზე.”
ლ.გუდიაშვილი
….
,,ქაღალდები, ჩანაწერები, ამონაწერები, წიგნები, ჟურნალები,
გაზეთები,
ამონაბეჭდები
ძალზე
არეულ
დარეული
აქვს
და
დიდ
საწერ
მაგიდას ერთიანად უფარავს. არ ვიცი, ოთხი თვის სნეულების შედეგია ესა, თუ საერთოდ ასეთი
“ქაოტური”
სტილი
სდევდა
და
სდევს
ხოლმე
მის
მუშაობას?
სულო
ცოდვილი
ამონაწერთას
სიჭრელე-ნაირსიდიდეზე,
უსათაურობაზე
და
დაცალცალკევებულობაზე
კი
ეტყობა,
რომ
ეს
უნდა
იყოს
მიზეზი.
ამ საღამოს, გადავწყვიტე ძალით დამელაგებინა მისი მაგიდა, გარეშე საგნები მაინც მომეშორებინა, ეს არც ისე ადვილი
საქმეა.
რადგან
ძალიან
არ
უყვარს,
რომ
ვინმე
ურევს
ხელს
მის
ქაღალდებში:
მაშინვე
შეგეკითხება,
თუ
რას
აკეთებ
და
გეტყვის,
ეგრე
იყოსო.
დრო
ვიხელთე,
როცა
თვითონ
გაერთო
ერთი
რვეულის
თვარიელებაში
და
შიგ
რაღაცის
ძებნაში
. წავაწყდი
ერთ
ამონაწერს
(გაზ.
“ივერიიდან”,
1892 წლის
5.2. ნომერი
27) გარკვეული,
მრგვალი
სუფთა
ხელით
იყო
ნაწერი,
ბატონ
ექვთიმესას
არ
ჰგავდა,
შევავლე
თვალი
სათაურს
“მედიატორთა
განჩინება
ეწ.თაყაიშვილისა
და
თ.ჟორდანიას
სადაო
საქმის
შესახებ
“. ხმამაღლა
გამეცინა
.
-რა არის?
-ა,მედიატორთა განაჩენი
(ვუკითხავ
სათაურს)
-ჰოოოო!, აბა, კაცო წარმოგიდგენია, სადამდე მიიყვანა საქმე?...
-ს.ვ. უარესი იყო? (თან ცალი თვალით განჩინებას
ვკითხულობ)
-ერთი შეწვი და მეორე მოხრაკეთ, რომ იტყვიან! (მოწყვეტით იქნევს ხელს)
… ამასობაში ჩავიკითხე განჩინება, განზრახ აქაური ქართულით, მაგრამ კარგად დაწერილი მედიატორენი ყოფილან ალ.ჭყონია, ივ.პოლტორაცკი, გ.იოსელიანი, ნ.ხიზანიშვილი და გ.წერეთელი. განჩინებაში აშკარად იკვეთება სიმპატია ექვთიმესადმი და თავაზიანი
სიმკაცრე
“ნევაზმოჟნი”
ადამიანისადმი,
სანაქებო
ტაქტით
არის
შედგენილი.
...ის ნიჭიერი კაცი კი იყო და საერთოდ დიდი დამსახურება ჰქონდა.
სამსონ ფირცხალავა ვახსენეთ საუბარში, საქართველოს მუზეუმის ბიბლიოთეკის გამგედ ნიშნავენო.
-ჯამაგირი ცოტა ექნება, მაგრამ მაინც კარგია მისთვის. ახალი თბილისის შესახებ თავისი შთაბეჭდილება დაუწერია და დაბეჭდვას ფიქრობს . ძალიან მოწონს თურმე განახლებული თბილისი.
-მართაც, საოცრად გარდაიქმნა ქალაქი.
ბატონო
ექვთიმე!
-ნამდვილად, ხელმძღვანელი, როგორც ჩანს,
ენერგიული
და
ინიციატივიანი
კაცია,
კარგია!,
კარგია!.
-მოასწარით დათვალიერება, მანქანა რომ შეძინეთ, სანამ ავად გახდებოდით?
ფუნიკულიორზე თუ ახვედით?
-ვიყავი (ირონიულად): იმან არ დამღუპა? თითქოს ცხელოდა, მაგრამ შემომკრა ნიავმა და ქეც დამემართა ფილტვების ანთება.
-თანაც, უჰაერო ოთახს იყავით მიჩვეული და იმიტომაც უფრო დაგცადათ!
-აბა?! მაგრამ რა საუცხოვო ადგილია, რა გადმოსახედი? არსად მსოფლიოში ასეთი ლამაზი ქალაქი არ მოიძებნება . პარიზში, არაფერი
მაგის
მსგავსი
არაა.
მსგავსი!
მერე მაგ ადგილები ხომ ჩვენი იყო, ოქროყანაში ჩემ ცოლს ჰქონდა მამულები და უწინაც ხშირად მივლია. არა, საუცხოოა!
მერე ის, რომ გაუკეთებიათ მშვენივრად, ბოტანიკური ბაღი აქეთ!....
-კომკავშირის ხეივანი?
-დიახ, მერე მტკვრის
ნაპირი,
მშვენივრად
გაკეთებულია
ქალაქი.
მშვენივრად! მარტო მოედანი რად ღირს, ქარვასლა რომ აუღით.
…….
,,..სიტყვამ, მოიტანა და ვკითხე ექვთიმეს, თუ რა გზით ჩამოფრინდა თბილისში.
-1945 წლის 5 აპრილს პარიზიდან გამოვფრინდი. ღამე გავათიეთ
რომში,
რომიდან შუადღისას გამოვფრინდით და 8 საათის
შემდეგ
დავეშვით
ბიზერტაში,
ომი
იყო
ჯერ
კიდევ,
არ
დაგავიწყდეს
! ბიზერტიდან
ქაიროში გადმოვფრინდით და იქაც ორი-სამი დღე დავრჩით
უამინდობის
გამო.
მერე
თეირანში
გადმოვფრინდით
და
იქაც
3 დღეს
დავრჩით:
ამინდი
არ
იყო
და
მაღალი
მთა
გვქონდა
გადმოსავლელი
და
ამიტომ
11 აპრილს თეირნიდან პირდაპირ ჩამოვფრინდით თბილისში,7-8 საათის
განმავლობაში.
ავიონიდან
რომ
ფეხი
გადმოვდგი,
აკაკის
ლექსის
სიტყვე
გამახსენდა:
“ცა-ფურუზ,
ხმელეთ-ზურმუხტო,
ჩემო
სამშობლო
მხარეო!...
დედაშვილობას
ბევრს
არ
გთხოვ,
შენს
მიწას
მიმაბარეო!..”
მაგრამ
ჩემი
საცოდავი
მეუღლე
კი
დარჩა
იქა.
საფრანგეთის
მიწაში
დამარხული...
ეჰ!!”
…ამ ხანგრძლივ ფრენას, ხშირად აფრენ-დაფრენას სრულად არ უწყენია, უსიამოვნოდ
არ
უმოქნედია
82 წლის
მოხუცზე.
აი,
რას
ნიშნავს
თავშენახული
და
ბუნებით
კირკიტა
კაცი?!
არც
გული
ღალატობს,
არც
სისხლძარღვები,
არც
წნევა,
ბევრი
მოინახება
ასე
ჯანმრთელი,
გონებით
მომუშავე
ხანდაზმული
ქართველი
ახლა?
ჩამოსვლის მერე, რომ ხშირად და საკმაოდ მძიმედ ავადმყოფობს -მეტწილად ცივდება-იმასაც
მშვენივრად
აღწევს
თავს
პენიცილინისა
და
კარგი
მოვლის
წყალობით.
გული
არ
ღალატობს,
ერთგულად
ემსახურება.
ნეტამც
დიდხანს!”
………
,,მუშაობისას,სიტყვამ მოიტანა და ისეთი რამ მითხრა,რომ არ შემეძლო მისგან მალულად (როგორც ხშირად ჩავდივარ),პატარა ბარათზე არ ჩამეწერა ფანქრით.ესაა ნამდვილი არსი მთელი მისი დიდი მეცნიერული მოღვაწეობისა,მის მიერვე
ფხიზლად,პირუთვნელად,ავკარგიანად
შეფასებული.აღარ კი მახსოვს,რას მოაყოლა
ამის
თქმა,მაგრამ
განა
სულ
ერთი
არაა?
სულ იმას ვშიშობდი,ის არ დაიკარგოს,ის არ წახდეს ,ყველაფერი ავწერო,რაც შეიძლება მეტი გადმოვცე,გადმოვიღო, შევიძინო,შემოვაწირვინო,მუზეუმი შევქმნა
რომ
შეინახოს
ეს
ყველაფერი
მეთქი
და
ასე
მიდიოდა
ჩემი
მუშაობა.სად მქონდა
მე
იმის
დრო
და
საშუალება
რომ
დავმჯდარიყავი
და
ნამდვილი
გამოკვლევები
მეწარმოებინა?!
რაც მოვასწარი ისიც მიკვირს!
როგორ
არ
მეზარებოდა?!
როგორ
ვახერხებდი
ამდენ
რამეს,პირდაპირ
საკვირველია!
ამას
ყველაფერს
იმისთვის
ვაკეთებდი,რომ მერე გამოჩნდებოდნენ
მკვლევარები
და
ყველაფერს
შეისწავლიდნენ.მართლაც,აბა რას იზამდა
თუ
გინდა
ჯავახიშვილი,თუ გინდა
სხვებიეს
რომ
არ
ყოფილიყო
შეგროვებული
და
გადმოცემული?!
ისინი
ხომ
ჩემი
გამოცემით
სარგებლობენ?”
გ.ლომთათიძის მოგონებები
No comments:
Post a Comment