Sunday, February 24, 2013

ოჯახი

   .თაყაიშვილმა 1895 წელს შეირთო იურისტ ივანე პოლტორაცკის ასული ნინო, ილია ჭავჭავაძის  ჩარევით.ნინოს დიდი მზითვი მოჰყოლია მამულის სახით  ოქროყანაში . მისი დედა  ნადეჟდა  ზაქარიას ასული გაბაშვილი გახლდათ. ნინოს და ექვთიმეს მეჯვარე ოლღა გურამიშვილი და ილია წინამძღვრიშვილი იყვნენ . ილია ჭავჭავაძემ მაშინ პარიზში ყოფილა  და იქიდან გამოუგზავნია მისალოცი ძვირფასი საჩუქარი.
   ნინო პოლტორაცკი დაიბადა  1969.23 აპრილს, მოუნათლავთ იმავე წლის 18 მაისს თბილისის სამების ეკლესიაში ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილს და მის მეუღლე ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანსკისას. პარიზში 1928.5.31 შევსებულ ანკეტაში ნინო წერს: ეროვნებით ქართელი ვარო (Nationale georgienne).
   ნეკროლოგში წერია:ნინო გარდაიცვალა 1931 წლის 8 ივლისს,ლევილში, ხანგრძლივი ავადმოყოფობის  შემდეგ “ 58 წლის ასაკში.
ნინო ჯერ სწავლობდა თბილისში,შენდეგ კი პარიზში,სადაც მუსიკასაც სწავლობდა და ოქროს მედლით  დაჯილდოვებული, საქართველოში დაბრუნების შემდეგ , ჩინებულ პედაგოგად მოიხსენიება.ნინო იყო  “ქმრის  ერთგული მეგობარი , თანაშემწე მუშაობაში და ტვირთის შემსუბუქებული, არ უყვარდა თავის გამოჩენა , თუმცა 1890-1920 წლებში იყო მუდამ მოწინავე  ქალთა საკრებულოში და გახლდათ თეატრალი; ეს არ უშლიდა ქმრისთვის ხელი შეეწყო  საშინაო და საგარეო მუშაობაში …”
   ნინოს გარდაცვალება მძიმე დარტყმა   ყოფილა ექვთიმესთვის, რაც ძალიან ძნელად გადაუტანია.მეუღლის დაბადებისა და გარდაცვალების წლისთავებს უსახსრობის პირობებშიც კი აღნიშნავდა  თურმე  საფრანგეთში.
   .თაყაიშვილს, 1945 წელს პარიზიდან თბილიში რომ ჩამოფრინდა,დიდ სიხარულთან ერთად მეუღლის ნეშტის იქ დარჩენა  აწუხებდა. ამის გამო დაწერა მან: “82 წლის მოხუცსა ამოხდა დიდი ხნის ნატვრა, დავუბრუნდი სამშობლოს  და დავუბრუნე მას მისი კუთვნილი  განძეული. საშუალება მომეცა ჩემს უნივერსიტეტში  და ახალშობილ  აკადემიაში  დამეწყო მუშაობა. ოღონდ ძალზე მიკლავს გულს  ის გარემოება, რომ ჩემი საცოდავ მეუღლე, ჩემი ხანგრძლივი სიცოცხლის ერთგული თანამგზავრი, საფრანგეთის მიწაში დარჩა დამარხული”... ექვთიმე ამას ვერ მოესწრო, მაგრამ  1987 წლის 22 თებერვალს დღის 2 საათზე  ქართველ მწერალთა  და მოღვაწეთა  პანთეონში შედგა სამოქალაქო  პანაშვიდი  და ლევილიდან კუბოთი ჩამოსვენებული ნინოს ნეშტი  დაიკრძალა ქმრის საფლავის გვერდით...

No comments:

Post a Comment