ქართული საისტორიო განვითარების საქმეში დიდი როლი შეასრულა
“საისტორიო
საეთნოგრაფიო
საზოგადოებამ”,
რომელიც
1907 წელს
დაარსდა
ექვთიმე
თაყაიშვილის
ინიციატივით.
მის
დაარსებამდე
თბილისში
ჩამოყალიბებული
ჰქონდათ
პატარა
კერძო
წრე,
რომელიც
ქართველი
ისტორიის
მოყვარულთა
წრის
სახელითაა
ცნობილი.
ამ
წრემ
თავისი
ხარჯით
გამოსცა
წიგნი
“თიმსარიანი”.
წრის
წევრები
ცდილობდნენ
ფართო
საზოგადოების
დაარსებას
ამ
პატარა
წრის
ბაზაზე.
ეს
აზრი
რამდენიმე
პირმა
იცოდა,
მათ
შორის
ალ.სარაჯიშვილმა
და
დ.კარიჭაშვილმა.
გადაწყდა,რომ შეექმნათ
ახალი
საზოგადოების
წესდება,
რომლის
შედგენა-შემუშავება
ექვთიმე
თაყაიშვილს
დაევალა.
მუყაითი
მუშაობის
შემდეგ
მან
წრეს
წარუდგინა
საზოგადოების
წესდება.
განხილვაში
მონაწილეობა
მიღო ფართო საზოგადოებამ. 1907 წლის 30 ივნისს
აღნიშნული
წესდება
დამტკიცებულ
იქნა.
ახალ შექმნილ საზოგადოებას “საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო” ეწოდა. პირველ პუნქტშივე ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ საზოგადოება არსებობა თბილისში. ის მიზნად ისახავდა შეეგროვებინა, შეენახა და შეესწავლა ისტორიული, არქეოლოგიური, ანთროპოლოგიური, ლიტერატურული და ეთნოგრაფიული ნაშთები როგორც ძველი საქართველოსი, ასევე მთელი კავკასიისა და მისი მოსაზღვრე ქვეყნების, შესაძლებლობის შემთხვევაში საზოგადოებას უნდა გაეხსნა მუზეუმი, რომელიც თავს მოუყრიდა მოპოვებულ მასალას.განძრახული იყო ჟურნალების, წიგნების, ატლასების და ლექსიკონების გამოცემა. ლექციების, გამოფენების ორგანიზება, სამეცნიერო ექსპედიციების მოწყობა და სხვა. ახლად დაარსებულმა საზოგადოებამ პირველივე დღეებში მოიპოვა საქართველოს მოსახლეობაში თანაგრძნობა, სხვადასხვა სახის შემოსაწირით (ფული, წიგნები, მატერიალური კულტურის ძეგლები),ამასთანავე საზოგადოების
წევრთა
შემოტანილი
თანხები
(საზოგადოების
წევრების
წესდების
შესაბამისად
გარკვეული
რაოდენობის
თანხა შეჰქონდათ, მაგ: მზრუნავი ყოველწლიურად 600 მანეთს იხდიდა
და
სხვა)თანდათან
ფეხზე
აყენებდა საზოგადოებას და საშუალებას
იძლეოდა
ფართო
სასარგებლო
საზოგადოებრივი
საქმიანობის
გაშლისთვის.
საზოგადობამ პირველივე
დღეებში
გამოსცა
ორი
სერია:
“ ძველი
საქართველო”
და
“საქართველოს
სიძველენი”.
ეს
სერიები
სხვადასხვა
პროფილის
იყო.
პირველ
მათგანში
(“ძველი
საქართველო”)
იბეჭდებოდა
გამოკვლევები,
რეფერატები
და
სხვა
ისტორიულ-
ეთნოგრაფიული
მასალები,
ხოლო
მეორეში
(“საქართველოს
სიძველენი”)
იბეჭდებოდა
სიგელ-გუჯრები,
ისტორიული
წერილები
და
სხვა
აქტები.
“საქართველოს
სიძველენის”
პირველი
ტომი
ექვთიმე
თაყაიშვილმა
საზოგადოების
დაარსებამდე
გამოსცა,
მეორე,
მესამე
და
მეოთხე
ტომებში
დაიბეჭდა
სულ
1527 სიგელ-გუჯარი.
“ძველ
საქართველოში”
1917 წლამდე
დაიბეჭდა
2000 ხალხური
ლექსი,
1385 არაკი,
115 გამოცანა,
16 სიმღერა,
33 ზღაპარი,
4 თქმულება
და
სხვა.
დიდი
ყურადღება
ეთმობა
ექსკურსიების
მოწყობას,
არ
ყოფილა
წელიწადი,
რომ
არ
ჩატარებულიყო
ექსკურსიები, რომლებსაც ფართო
მეცნიერული
ხასიათი
ჰქონდა
(ამ
დროს
ხდებოდა
ისტორიული
წიგნების
შეგროვება,
არქეოლოგიური
გამოკვლევები
და
სხვა.)
საზოგადოება
აწყობდა
გამოფენებს
. მეტად
მნიშვნელოვანი
იყო
ძველი
ხუროთმოძღვრების
ნამუშევართა
გამოფენა,
აქ
წარმოდგენილი
იყო
ქართული
ხუროთმოძღვრება
მეხუთე
საუკუნიდან მოყოლებული მეცხრამეტე საუკუნემდე, გამოფენილი ექსპონატები უცნობი იყო ფართო საზოგადეობისთვის. მეტად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმ ლექციებს, რომელთაც საზოგადოება ატარებდა თავის ძალებით ფართო აუდიტორიაში. ლექციები იკითხებოდა
ისეთ
მნიშვნელოვან
საკითხებზე,
როგორიც
არის,
ქართული
სამართლის
ისტორია,ხელოვნების
ისტორია,
ეკონომიური
ისტორია,
საქართველოს
ისტორიოგრაფია,
ქართული
ლიტერატურის
ისტორია
და
სხვა.
საზოგადოების
ძალებით
წაკითხული
იქნა
150-მდე
ლექცია.
ლექციებს
კითხულობდნენ
იმ
დროს
გამოჩენილი
მოღვაწეები,მათ შორის:
ივანე
ჯავახიშვილი,
აკაკი
შანიძე,
კორნელი
კეკელიძე,პავლე
ინგოროყვა,
მოსე
ჯანაშვილი,
დავით
კარიჭაშვილი
და
სხვები.
ექვთიმე თაყაიშვილი სისხლხორციელად იყო დაკავშირებული
მისივე
ინიციატივით
შექმნილი
ისტორიული
და
ეთნოგრაფიული
საზოგადოების
საქმიანობასთან.
აქვე
მინდა
ავღნიშნო,
რომ
1907 წელს
თბილისში
ექვთიმე
თაყაიშვილის
თაოსნობით
დაარსდა
სახალხო
უნივერსიტეტი.
აქ
რუსულად
იკითხებოდა
ლექციები
კავკასიის
ერთა
ისტორიისა
და
ლიტერატურის
შესახებ.
საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება დიდ ყურადღებას
უთმობდა სალექსიკონო მუშაობას.იმართებოდა სპეციალური თათბირები, რომლებზეც ამ საქმის უკეთ წარმართვის გზები ისახებოდა. მნიშვნელოვანი იყო 1912 წლის
25 ივლისს
ჩატარებული
საზოგადოების
“კერძო
თათბირი”.
თათბირს
თავმჯდომარეობდა
ექვთიმე
თაყაიშვილი
მონაწილეობდნენ:
იუსთ.აბულაძე,
ს.გორგაძე,
გ.იმნაიშვილი,
პ.კარბელაშვილი,
დ.კარიჭაშვილი,
ალ.მირიანაშვილი,
ალ.მდივანი,
ირ.სონღულაშვილი
და
სხვა.
განიხილეს
საკითხი,
თუ
როგორ
უნდა
წარმართულიყო
სალინგვისტო
და
სალექსიკონო
მასალების
შეგროვება.მოხსენება
იუსტინე
აბულაძემ
გააკეთა.
No comments:
Post a Comment