,,მეცნიერული მუშაობისთვის
მარტო ნიჭი
და განათლება
თურმე არ
კმარა;რაღაც
სხვაცაა საჭირო: ნებისყოფა,შეუპოვრობა,ენერგია თუ
სხვა..”
ექვთიმე თაყაიშვილი
ექვთიმემ ქუთაისის გიმნაზიის დამთავრებისთანავე სწავლა პეტერბურგის
უნივერსიტეტში,ისტორია-ფილოლოგიის
ფაკულტეტზე
განაგრძო
და
1887 წლის
გაზაფხულზე
წარმატებით
დაასრულა.მან იმავე
ზაფხულს
თემაზეც
იმუშავა
და
სექტემბერში
კანდიდატის
ხარისხი
მიიღო,რაც იმჟამად
საკმაოდ
იშვიათი
ყოფილა.
უნივერსიტეტის კედლებში გატარებულმა
წლებმა
ბევრი
რამ
შემატეს
მომავალ
მეცნიერს:
სამშობლოს
სიყვარული,ახალგაზრდული
ენერგია,ისტორიკოსის
ზოგადი
საფუძვლიანი
მომზადება
-ანუ
ყველაფერი ის,რაც საჭიროა
სემეცნიერო
ასპარეზზე
გამოსვლისთვის,მაგრამ
მთავარი
საზრუნავი,
უპირველეს
ყოვლისა,
საარსებო
საშუალების
მოპოვება
იყო,ამიტომ
ჩამოსვლისთანავე
მან
მასწავლებლად დაიწყო მუშაობა.უმაღლესი
განათლების
დიპლომი თაყაიშვილს ისტორიისა
და
კლასიკური
ენების
მასწავლებლობის
უფლებას
ანიჭებდა
და
სხვადასხვა
დროს
ასწავლიდა
ბერძნულ
და
ლათინურ
ენებს,ისტორიასა
და
გეოგრაფიას(1887-1894
წლებში
თბილისის
სათავადაზნაურო
სკოლასა
და
კლასიკურ
გიმნაზიაში,ხოლო
1894-1904 წლებში
სათავადაზნაურო
გიმნაზიას
განაგებს).
აღსანიშნავია,რომ ექვთიმე, მიუხედავად იმისა,რომ მოგვიანებით მატერიალურად გაძლიერდა,მაინც კარგა ხანს მუშაობდა პედაგოგად და როგორც თვითონ ამბობდა:
,,ჩემი მთავარი მოღვაწეობა პედაგოგობა იყო და ამას შევწირე ჩემი ცხოვრების 30
წელიწადი”ო. ე.თაყაიშვილი ხელმძღვანელობდა ი.ჭავჭავაძის დებულებით: ,,ახალგაზრდები უნდა აღიზარდონ იმ მიმართულებით,რომელიც შეეფერება ჩვენი ერის მოთხოვნილებას”, ამიტომ ,,დაბალი ფენების” შვილებსაც ღებულობდა კერძო სათავადაზნაურო სასწავლებელსა და მის მემკვიდრე გიმნაზიაში.
გარდა ამისა,ექვთიმე თბილისში ჩამოსვლისთანავე
აირჩიეს
წერა-კითხვის
გამავრცელებელი
საზოგადოების
გამგეობის,საეკლესიო
მუზეუმის
კომიტეტისა
და
ქართული
დრამატული
საზოგადოების
წევრად,აგრეთვე
ის
გახლდათ
რუსული
არქეოლოგიური
საზოგადოების,აღმოსავლეთის
შესწავლის
საზოგადოების
თბილისის
განყოფილების
წევრი
და აგრეთვე ერთერთი დამაარსებელი ქართული წიგნის
გამომცემელი
საზოგადოებისა
და
ფაქტიური
ხელმძღვანელი
კავკასიის
არქეოლოგიური
ინსტიტუტისა.
როგორც თვითონ დიდი მეცნიერი იხსენებს: ,, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ
განზრახული
მქონდა
პედაგოგიური
მუშაობა
და
სრულიადაც
არ
ვემზადებოდი
სამეცნიერო
მოღვაწეობისათვის,
მაგრამ
ძალაუნებურად
კი
მომიხდა
ამ
მხრივ
მოქმედებაც.წერა-კითხვის
საზოგადოებას(რომლის
გამგეობის
წევრობაც
უჩემოდ
დამაკისრეს)დაარსებული
ჰქონდა
ბიბლიოთეკა-მუზეუმი
და
მასში
ინახებოდა
სხვათა
შორის
ხელნაწერები
და
არქეოლოგიური
ნივთები,რომელთა
მოკლე
კატალოგიც
შეუდგენია
გამგეობის ყოფილ მდივანს,პედაგოგ ნიკო მთვარელაშვილს.ჩემ დროს იგი აღარ იყო მდივნად
და
რადგანაც
სხვა
არავინ
ჩანდა,ისევ მე უნდა მომევლო
მუზემისთვის.ამას დაუკავშირდა
ჩემ
მიერ
დაწყება
სამეცნიერო
საქმიანობისა.თავი და თავი,პედაგოგიურის
გარდა
- დიმიტრი
ბაქრაძისა
და
ნიკო
მარის
ჩაგონებით.”
1890 წელს გაზეთ ,,ივერიაში” დაიბეჭდა მისი წერა-კითხვის საზოგადოების მუზეუმის რამდენიმე
ხელნაწერის
აღწერილობა
და
თან
ცალკე
წიგნადაც
გამოიცა
,, სამი
ისტორიული
ხრონიკა”(ქართლის
მოქცევისა,სუმბატ
დავითის-ძის ბაგრატიონთა
და
ისტორიისა
და
მესხური
დავითნისა).
ამ
თხზულებამ
დიდი
რეზონანსი
გამოიწვია.გამოცემას
ახალ სიმაღლეზე აჰყავდა საქართველოს ისტორიის წყაროთმცოდნეობა და არღვევდა
მანამდე
მიღებულ
თვალსაზრისს,
რაც
მკაცრ
რეაქციასაც
იწვევდა
ზოგჯერ
სხვა
მეცნიერთა
მხრიდან,თუმცა ისეთი დიდი საზოგადო მოღვაწეები,როგორებიც თუნდაც ილია ჭავჭავაძე,ალ. ხახანაშვილი,გ. ყიფშიძე და სხვ. იყვნენ,დადებითი შეგფასება მისცეს ამ კრებულს.
ამ გამოცემამ ერთგვარი გარდატეხა გამოიწვია ქართულ ისტორიოგრაფიაში და დიდი შთაბეჭდილება
მოახდინა
ქართველ
პუბლიკაზე.წერა-კითხვის
გამავრცელებელმა
საზოგადოებამ
ამის
მერე
ექვთიმეს
მუზეუმის
კატალოგის
შედგენა
დააკისრა.თავდაპირველად,
მან
ხელნაწერთა
აღწერილობის
გამოქვეყნება
გაზეთ
,,ივერიაში’’
დაიწყო,ხოლო მოგვიანებით
კი
ბიბლიოთეკა-მუზეუმში
თავმოყრილ
ხელნაწერთა
ვრცელი
კატალოგის
შედგენას
შეუდგა.
ხელნაწერების
დამუშავების
პროცესში
თაყაიშვილმა
მათი
თანდათანობით
გამოქვეყნება
დაიწყო.
წლების
მანძილზე
გაწეული
შრომის
შედეგად
წარმოიშვა
მისი
ცნობილი ,,описание”, რომელიც
რამდენიმე
დიდ
ნაკვთად
გამოქვეყნდა.მეცნიერი
მაქსიმალურად
ცდილობდა
აღწრილობაში
ტექსტების
არა
მარტო
რაობის
ჩვენებას,არამედ
მათ
პუბლიკაციასაც.ეს გამოცემები
ერთდროულად
არის
მასალის
მეცნიერული
კატალოგიზირება
და
პუბლიკაციაც.
ექვთიმე თაყაიშვილმა 1889 წლიდან მოყოლებული 1921 წლამდე სისტემატურად,შეძლებისდაგვარად
იმუშავა
ძველი
ქართული
კულტურული
მემკვიდრეობის
უმნიშვნელოვანესი
და
მრავალრიცხოვანი
ჯგუფის
ხუროთმოძღვრების
ძეგლების,უთავრესად
ეკლესია
-მონასტრების
და
მათთან
დაკავშირებული
მოხატულობა-წარწერების
და
ინვენტარის,აგრეთვე
იქ
დაცული
ხელნაწერების
შესწავლაზე.
ექვთიმეს მოგზაურობამ ქართული ხელოვნების ძეგლების გამოსავლენად მოიცვა თითქმის მთელი საქართველო: გურია,სამეგრელო,ქვემო და ზემო იმერეთი,რაჭა,ლეჩხუმი,ქვემო და ზემო სვანეთი,შიდა ქართლი,შიდა კახეთი,ქვემო ქართლი,სამცხე-ჯავახეთი,ტაო ,ისპირი,კოლა,ოლთისი.მართალია მან აღმ.საქართველოს მთიანეთის ,გარე კახეთის,აჭარის,აფხაზეთისა და ახლანდელი სამხრეთ ოსეთის სრულიად შესწავლა ვერ მოასწრო,მაგრამ რაც მოასწრო,ისიც გასაკვირია.საამისოდ იგი თავის არდადეგებსაც კი იყენებდა
,ისე
რომ
თითქმის
სულ
აღარ
ფიქრობდა
ხოლმე
დამსახურებულ
დასვენებაზე,არაფრად
აგდებდა
არც
მტკივან
ფეხსა
და
არც
ხშირად
ძნელსავალ
კლდე-ღრესა
და
უდაბურ
ტყეს,არც უამინდობას.
როგორც ზემოთაც ვახსენეთ, ე.თაყაიშვილი სხვებთან ერთად და დამოუკიდებლად არის რამდენიმე მუზეუმის,ბიბლიოთეკისა და საზოგადოების
დამაარსებელი.
დ.ბაქრაძემ და ე.თაყაიშვილმა 1889 დაარსეს ,,საქართველოს საეგზარქოსო მუზეუმი,რომელშიც მოათავსეს ხმარებიდან გამოსული ძველი საეკლესიო წიგნები,ხელნაწერები და ნივთები.მათ მუზეუმისთვის სიონის ტაძრის
ეზოში
მიიღეს
ოთახი
მთავრობისგან
და
როგორც
მერე
ექვთიმე
იხსენებდა
:,,ეს
საეკლესიო
მუზეუმი
წარმოადგენდა
ერთადერთ
დაწესებულებას,სადაც
ლეგალურად
შეგვეძლო
შეკრება,მსჯელობა,ხელნაწერთა
მოწესრიგება,კვლევა,საქართველოს
ეკლესიის
ისტორიის
შედგენა
და
სხვ.”
ექვთიმემ მიხ.თამაშევსა და გ.თუმანიშვილთან
ერთად
1900 წელს
დაარსა
,,საქართველოს
ისტორიისა
და
ლიტერატურის
მოყვარულთა
წრე”,რომლის
მიზანი
იყო
მშობლიური
ისტორიისა
და
ლიტერატურის
მასალების
შეგროვება-გაცნობა.
1907 წელს დაარსდა ,,საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება”,რომლის
წესდებაც ექვთიმემ შეადგინა.
მისი დამსახურებაა აგრეთვე ეროვნული მუზეუმის დაარსება.ქართული ეროვნული ბიბლიოთეკისა და მუზეუმის
დაარსების
1907 წელსვე
დაწყებულ
ზრუნვაზე
ნებართვები
მან
1911 წლის
5 დეკემბერს
(ბიბკლიოთეკა)
და
24 იანვარს
(მუზეუმისა)
მიიღო.მაგალითი
საზოგადოების
წევრებს
თვითონ
ექვთიმემ
უჩვენა
-მუზეუმის
ბიბლიოთეკას
შესწირა
ხელნაწერი
ვახტანგის
კანონები
და
ვახტანგისვე
სამართალი.
1907 წელს თაყაიშვილმა მ.თამაშევსა
და
გ.თუმანიშვილთან
ერთად
დაარსა
,,თბილისის
სახალხო
უნივერსიტეტი’’.
1917 წლის 16 ნოემბერს თბილისში დაარსდა ,,კავკასიის ისტორიულ -არქეოლოგიური ინსტიტუტი თბილისში’’,რომელიც
იყო
პირველი
განშტოება
პეტერბურგის
გარეთ
რუსეთის
მეცნიერებათა
აკადემიისა.
დირექტორად
ნ.მარი დაინიშნა,მოადგილედ კი -ექვთიმე.
დიდია ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
დაარსებაში. ის ივანე ჯავახიშვილთან ერთად
იმთავითვე იყო არჩეული,,ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების “კომისიაში. უნივერსიტეტი
1918 წლის 26 იანვარს გაიხსნა,ექვთიმე კი უნივერსიტეტის ერთ-ერთი პირველი პროფესორი გახლდათ. 1918 წლის 21 მაისს თბილისის უნივერსიტეტის საბჭომ თაყაიშვილს დოქტორის სამეცნიერო
ხარისი მიანიჭა.იგი სამ სალექციო კურსს უძღვებოდა:ეპიგრაფიკას,საქართველოს საეკლესიო
ისტორიასა და საქართველოს სიძველეთმცოდნეობის შესავალს.
ექვთიმე თაყაიშვილი ეთნოგრაფიც გახლდათ.გარდა იმისა, რომ უშუალოდ მისი ეთნოგრაფიული ცნობები და ჩანაწერები
არსებობს,აღსანიშნავია
მის
მიერ
რიგ
მკვლევართა
ეთნოგრაფიული
მასალის
შეკრებასა
და
კვლევაში
ჩაბმა.მაგ. მისი გეგმით
აღწერა
მ.ჯანაშვილმა
საინგილო(1911-1913),ვაჟა
-ფშაველამ
,,ფშაველი
და
წუთისოფელი
“ და
მრავალი
სხვ.
ისტორია-ფილოლოგიის გარდა, ყველაზე მეტი დრო და ენერგია ექვთიმემ მიწისზდა არქეოლოგიასა და წარწერების
შეგროვება
-წაკითხვა
-შესწავლას
მოახმარა და რადგან კრებულებსა და პერიოდიკაში მის მიერ მოთავსებული სტატიებისა და ნაშრომების ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს,ჩვენ მის ყველაზე მნიშვნელოვან ნაშრომს დავასახელებთ:
ესაა
,,არხეოლოგიური
მოგზაურობანი
და
შენიშვნანი”,რომლის
პირველი
ტომი
1907 წელს
დაისტამბა
თბილისში,ხოლო მეორე
კი
- 1914 წელს
გამოიცა.
ამის გარდა, ექვთიმე თაყაიშვილი ნუმიზმატიკითაც იყო დაინტერესებული,ოღონდ მისი ინტერესი მონეტებისადმი იმაზე გაცილებით
დიდი იყო,ვიდრე თითქმის ყველა ისტორიკოსს აქვს ამ დარგის მიმართ,რადგანაც ის მხოლოდ სხვების ცნობებით არ შემოიფარგლებოდა და უშუალოდ
თვითონ
აგროვებდა,სწავლობდა
და
გვაძლევდა
სწორ
დახასიათებებს,მიუთითებდა
მათ
არეალზე
და
ა.შ. . მან ი.სონღულაშვილთან ერთად შეადგინა
,,საქართველოს
საისტორიო
და
საეთნოგრაფიო
საზოგადოების
რუსულ-ქართული
ფულების
კოლექცია”
, აგრეთვე
მასვე
ეკუთვნის
,,მედლების
და
ბრელოკების
სია”
ქართულ
,რუსულ
და
ინგლისურ
ენებზე
გამოცემული
და
თავისუფლად
შეგვიძლია
ვთქვათ,რომ მისი ღვაწლი
ქართულ
ნუმიზმატიკის
შეგროვებაში ძალიან დიდია.
ექვთიმე ფილოლოგიც იყო.მას ეკუთვნის საქართველოს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფონდის
ხელნაწერთა
აღწერილობა,ასევე
საქართველოს
სხვა
ფონდში,პარიზში
თუ
კერძო
პირებთან
დაცულ
ხელნაწერთა
აღწერილობები,სახელდობრ
გამოსცა
წიგნი
:,,პარიზის
ნაციონალური
ბიბლიოთეკის
ქართული
ხელნაწერები
და
ოცი
ქართული
საიდუმლო
დამწერლობის
ნიშანი”(პარიზი,1933,2,N237),აგრეთვე
,,ვატიკანის
ბიბლიოთეკის
ორი
ქართული
ხელნაწერი”
24 ტაბულით
(2,N 265) და
ა.შ
ის აგრეთვე ფოლკლორისტიც გახლდათ და დიდი ამაგი დასდო ქართულ შემკრებლობით ფოლკლორისტიკას.დიდია
მისი
ღვაწლი
ქართული
ზეპირსიტყვიერების
მასალების
შეკრების
ორგანიზებასა
და
პუბლიკაციის
საქმეში..
ამის გარდა, თაყაიშვილი ლინგვისტი და რუსთველოლოგიც იყო და მის ნიჭსა და
ამაგზე
ლაპარაკი
ალბათ
დაუსრულებლად
შეიძლება,მაგრამ
ჩვენ
აქ
დავამთავრებთ
და
უბრალოდ
შეიძლება
თავისუფლად
ვთქვათ,რომ არც ერთ მეცნიერს
იმდენი
წარწერა
არ
მოუპოვებია
და
წაუკითხავს,კონკლოსი
არ
განუმარტავს,ქრონიკონი
არ
აუხსნია
და
ქრონოლოგიური
ტაბულები
არ
შეუდგენია,რამდენიც თაყაიშვილმა თავისი სიცოცხლის მანძილზე შეძლო.
No comments:
Post a Comment