ისევ საქართველოშია ექვთიმე თაყაიშვილი,კვლავ მშობლიურ მიწას დაადგე ფეხი. მეცნიერული მუშაობა ძნელი იყო ემიგრაციის სუსხიან წლებში… მართალია,მან არაერთი მნიშვნელოვანი
შრომა
დაბეჭდა
ევროპაში
ყოფნისას,
მაგრამ
ტექნიკურ
საშუალებათა
და
სახსრების
უქნოლობის
გამო
ვერ
ახერხებდა
წიგნების
მაღალ
დონეზე
გამოცემას.
სამშობლოში
მან
გამოუქვეყნებელი
ნაშრომებიც
ჩამოიტანა.
ექვთიმე თაყაიშვილი ამბობდა “ძეგლთა ჩემ მიერ გამოცემის საქმესაც ჯერ კიდევ არა ვთვლი დამთავრებულად და ვეცდები, აღარც ერთი ჩემ ხელთ ნამყოფი, თუ ჩემ მიერ დათვალიერებული ძეგლი აღარ დარჩეს
გამოუცემელი,
მითუმეტეს,
რომ
ბევრი
მათგანი
უკვე
იმსხვერპლა
დრომ”…
1946 წლიდან კი ღვაწლმოსილი მეცნიერი საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად აირჩიეს. აკადემიის მუშაობაში იგი მხურვალე მონაწილეობას იღებდა.
ე.თაყაიშვილი ჩამოსვლის პირველივე დღეებიდანვე სისტემურად თანამშრომლობდა ძირითადად აკადემიის, უნივერსიტეტისა და სახელმწიფო მუზეუმის სამეცნიერო ორგანოებში. ზედიზედ გამოქვეყნდა ძვირფასი მასალები, რომელთაც დიდი მნიშვნელობა აქვთ ჩვენი ისტორიისა, თუ კულტურის წარსულის შესწავლისთვის.
1948 წელს ე.თაყაიშვილმა გამოაქვეყნა წერილები, რომელსაც ეწოდება “მამნე ოქრომჭედლის კიდევ ერთი ნახელავი” და “როდის შეიცვალა იბერთა სახელმწიფო ქართველთა სახელმწიფოდ”.
საისტორიო წაყაროების შესწავლის ხაზით მნიშვნელოვანი იყო ექვთიმე თაყაიშვილის მიერ დაჟინებული კვლევა სუმბატის ქრონიკისა. 1949 წელს მან ხელმეორედ გამოსცა სუმბატ დავითის-ძის თხზულება ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შესახებ. ჯერ კიდევ ახალგაზრდობისას, თავისი მოღვაწეობის გარიჟრაჟზე, როგორც ავღნიშნეთ,სუმბატის თხზულება სათანადო გამოკვლევითურთ იქნა გამოცემული,რომელიც მაღალ დონეზე იყო შესრულებული იმ დროისთვის.
1951 წელს ე.თაყაიშვილმა გამოაქვეყნა შესანიშნავი მასალა ეკონომიკური ისტორიისთვის “ქანის საერისთავოს სტატისტიკური აღწერილობა”, რომელიც ერეკლე მეფის დროს, 1781 წელს შეუდგენიათ. ექვთიმე თაყაიშვილმა დიდი ენერგია შეალია ვებერთელა ნაშრომის გამოცემას , რომელშიც თავმოყრილია 1917 წლის საქართველოს სამხრეთ პროვინციების არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ შეკრებილი უდიდესი სამეცნიერო მასალა. ზემოთ დასახელებული ფუძემდებლური გამოცემის შემდეგ ექვთიმეს დიდხანს აღარც უცოცხლია: იგი გარდაიცვალა 1953 წლის 21 თებერვალს დაკრძალეს თბილსში, მთაწმინდის პანთეონში.
ექვთიმე თაყაიშვილს დარჩა რედაქციებისთის გადაცემული, მაგრამ სამწუხაროდ ჯერაც გამოუცემელი რამდენიმე ნაწერი ასეთებია: “იკორთის მონასტრის წარწერები და სიძველენი”,
“მცირე მოგონება ივანე ჯავახიშვილზე”, “ზუგდიდის კარის ეკლესია და მისი სიძველენი”, “რაჭის ეკლესიები და მისი სიძველენი”. დარჩა აგრეთვე უამრავი შავი ჩანაწერი და პატარ-პატარა შენიშვნა, რომელიც სხვა, დოკუმენტურ მასალასთან ერთად დაცულია ექვთიმეს საინტერესო პიროვნების შესანიშნავად ამსახველ პირად საარქივო ფონდში (ამჟამად დაცულია საქართველოს სსრ მეცნიერთა აკადემიის ქართული ხელნაწერების ინსტიტუტში)
2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ ის წმინდანად შერაცხა და წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი უწოდა.მისი მუზეუმი განთავსებულია მის უკანასკნელ საცხოვრებელ ადგილას,თბილისში,ვაშლოვანის ქუჩის 7 ნომერში და აგრეთვე მისი სახელობის მუზეუმი აშენებულია მის მშობლიურ სოფელ ლიხაურში,სადაც ყოველი წლის 16 იანვრას ექვთიმეობას აღნიშნავენ. ექვთიმეს სახელს ატარებს აგრეთვე გურიანთა-ვაშნარის მუზეუმ-ნაკრძალი გურიაში.
No comments:
Post a Comment