Sunday, February 24, 2013

ვიდეო მასალა





მე-პრეზენტატორი


თამარ მიდელაშვილი, 16 წლის. ვსწავლობ .თბილისის მე-6 საჯარო სკოლის X კლასში. ჩემი საპრეზენტაციო თემა გახლავთ: "ექვთიმე თაყაიშვილი".
   2013 წლის 3 იანვარს ექვთიმე თაყაიშვილს დაბადებიდან 150 წლისთავი შეუსრულდა და იუნესკოს ეგიდით ეს წელი მის საიუბილეო  წლად გამოცხადდა.
   არაერთი დაწერილა და თქმულა ექვთიმეზე თაყაიშვილზე, მაგრამ შევეცდებით კიდევ ერთხელ გავიხსენოთ მისი ცხოვრება და მოღვაწეობა ჩვენს საპრეზენტაციო თემაში. 

ფილმი

                                    ექვთიმე ღვთისკაცი



ბავშვობა და დაწყებითი განათლება


   ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი დაიბადა გურიის - მაშინდელი ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრის სოფელ ლიხაურში,ოფიციალური ცნობით 1863 წლის 3 იანვარს (ზოგი ვერსიით 5 ივნისს),ხოლო თვითონ .თაყაიშვილის შენიშვნით ,,შესაძლოა ამაზე ერთი წლით ადრე”. აღსანიშნავია,რომ მისი დაბადება ჩვეულებრივი წესით არ უზეიმიათ და თოფი არ გაუსვრიათ,რადგან ბავშვის ავადმყოფი მამა სულს ღაფავდა და იმავე დღეებში გარდაიცვალა.ნინოს და სიმონს ექვთიმეს გარდა კიდევ 3 შვილი ჰყავდათ: ლისა,ნიკო და ვარლამი.ექვთიმე ნაბოლარა იყო.
   სიმონ ნიკოლოზის ძე თაყაიშვილი კორდონის ოფიცერი - საზღვრის მცველი ყოფილა მაშინდელი გურია-ოსმალეთის საზღვარზე;დედა,ნინო ნაკაშიძე კი მაზრის მოწინავე ქალთა შორის იხსენიება.ჯერ კიდევ 5 წლის ყოფილა ექვთიმე,როცა დედაც გარდაცვლია და  ეს არაერთხელ აღუნიშნავს კიდეც თვითონაც:  ,,5 წლისა ვყოფილვარ, რომ დედის გვერდიდან ავუყვანივარ ბებიას.დედა გარდაცვლილიყო და მე კი ისიც არ ვიცოდი,რას ნიშნავდა სიკვდილი…” მშობლების გარდაცველების შემდეგ ბავშვებზე ბებია,დაქვრივებული მამიდა(,,მაკა მოლოზანი”)და უფროსი და და სიძე ზრუნავდნენ,რომელიც ობოლი ცოლისძმების მეურვედ დანიშნეს.
    თითქოს ყველას ეცოდებოდა ობოლი და კოჭლი( 3 წლის ასაკში ხიდან ჩამოვარდნილა და მარჯვენა ფეხი მოუტეხავს,არასწორი მკურნალობის გამო კი დაკოჭლებულა) ექვთიმე,მაგრამ არავინ არ ანებივრებდა. როცაწლის გახდა,ოზურგეთის სამაზრო სასწავლებელში შეიყვანეს.როგორც თვითონ იგონებს: ,,მხოლოდ მაშინ, მაკამ შემიკერა ახალუხი და მაუდის ჩოხა,მიყიდეს წუღები(მანამდე ფეხშიშველა დავდიოდი),ხოლო ჩოხას ჩვეულებრივი საქილეები არ გაუკეთეს და ზოგიერთები მე,ამის ჩამცმელს,დიაკონს მეძახდენენ.ეს იყო ბავშვობაში ჩემი პირველი და უკანასკნელი ხეირიანი ჩაცმა; შემდეგ,ზამთარ-ზაფხულს პარუსინის ბლუზის მეტი არა მცმია რა..” სახელმძღვანელოებიც კი არ ჰქონია ექვთიმეს.სამაზრო სასწავლებელში ყოფნისას,როგორც თვითონ იხსენებს : ,,ვიხსომებდი იმას,რასაც ზეპირად მოგვითხრობდა მასწავლებელი.რუსული ენის სახელმძღვანელო მხოლოდ ზოგიერთ მოწაფეს ჰქონდა-უფრო მეტად იმას,ვინც წლოვანებით დიდი იყო.მე ამგვარებს ვეხმარებოდი გაკვეთილების სწავლაში და ამ სახით ვსარგებლობდი მათი წიგნებით..”
   XIXსაუკუნის 70-იან წლებში,როცა იგი სწავლას შეუდგა,სასტიკად იდევნებოდა ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლება.
   პირველ კლასში ექვთიმეს თანაკლასლი ნიკო მარი გახლდათ და სწორედ აქედან ჩაეყარა საფუძველი მათ მრავალწლიან მეგობრობას.
  ესამე კლასში იყო თაყაიშვილი,როცა ოზურგეთის სამაზრო სასწავლებელი ქალაქის სკოლად გადააკეთეს.ეს სკოლა თავისი პროგრამით მუშაობდა და სწავლების ხანგრძლივობაც იქ მეტი იყო,ამიტომ იძულებულნი გახდნენ რომ მომავალი პატარა მეცნიერი სწავლის გასაგრძელებლად ფოთის სამაზრო სასწავლებელში გადაეყვანათ,რომელიც 1875 წელს დაამთავრა.ამის შემდეგ ექვთიმე სწავლას ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში აგრძელებს.აქ იგი კვლავ შეხვდა თავის ოზურგეთელ თანაკლასელსა და მეგობარს,ნიკო მარს,რომლის ,,უჩვეულო ნიჭიერებასა და დიდ   მომავალსმასწავლებლები ერთხმად აღიარებდნენ.მიუხედავად სასწავლებელთა სრული რუსიფიკაციისა,ყმაწვილები ფეხდაფეხ მისდევდნენ ქართული ლიტერატურისა და პუბლიცისტიკის ყოველ ახალ ნაკადს,სასოებით სწავლობდნენ .ჭავჭავაძის,.წერეთლისა და სხვათა თხზულებებს,თვითონაც აქტიურად წერდნენ და დაარსეს ჟურნალი ,,ბედი”,რომელშიც ხშირად ბეჭდავდნენ პატრიოტულ ლექსებს.

   ახალგაზრდების ჯგუფმა,რომელშიც .მარი და ექვთიმეც  შედიოდნენ და თავიდანვე საერთო ინტერესები ჰქონდათ,გადაწყვიტეს,რომ უნივერსიტეტში იმ ფაკულტეტზე ესწავლათ,რომლებიც ,,უფრო იყო საჭირო საქართველოსთვის’’,დაემთავრებინათ და სამშობლოშივე დაბრუნებულიყვნენ.მარი ამბობდა; ,,რას ვასწავლით ევროპას,ჩვენების განათლება გვჭირდება,რადგან მათ ელემენტარული ცოდნა არ აქვთ სამშობლოს წარსულისა’’-. ამხანაგების ჯგუფმა მარის ქართული კულტურის კვლევა დააკისრა-ანუ იგი ქართველოლოგად უნდა მომზადებულიყო; ,,მე კი პეტერბურგშივე დავიწყე კავკასიის შესახებ წიგნების შეგროვება,ქართველმა თავისი სამშობლო უნდა იცოდეს მეთქი’’- იხსენებდა შემდეგ ექვთიმე.მან ქუთაისის კლასიკური გიმნაზია 1883 წელს ვერცხლის მედალზე დაამთავრა.